ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში არსებულ ხის საამქროში გაჩნდა.
მათივე ცნობით, ადგილზე რვა სახანძრო მანქანაა გასული. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.