ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "თიბისი ბანკის" სათაო ოფისთან, "მერსედესის" მარკის ავტომანქანა 50 წლამდე ქალს დაეჯახა. ავარიის შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მისი ინფორმაციით საავადმყოფოში დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა.
თვითმხილველების ინფორმაცით, ქალი გადადიოდა იმ ადგილზე, სადაც ზებრა გადასასვლელი არ არის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, "მერსედესის" მარკის მძღოლი არ მიმალულა. საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მე-5 ნაწილით დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.