ბათუმი შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია დღეს სასტუმრო ,,შერატონბათუმში“ გაიხსნა, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
მთავრობის თავმჯდომარემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, სასიხარულო ფაქტია, რომ რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენციასსაქართველო წელს პირველად მასპინძლობს და იგი სწორედ ბათუმში ტარდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შავი ზღვის კავკასიის რეგიონშიბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობას. „რეგიონალური ბაზრის ზრდიდან გამომდინარე, ბათუმის ნავსადგურს, როგორც საკვანძომნიშვნელობის პორტს, აქვს უდიდესი პოტენციალი იყოს ლოგისტიკური ცენტრი არა მარტო ქვეყნის, არამედ შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით. რეგიონშისაზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული ღია დისკუსიების გამართვა და ერთმანეთში იდეების გაცვლა-გაზიარება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს შავიზღვის ნავსადგურების განვითარებას, მათ შორის ბათუმის საზღვაო ნავსადგურის განვითარებას და ტრანსპორტირების გაზრდას.“ - აღნიშნა ზურაბპატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი შინაარსის ღონისძიებების ჩვენსრეგიონში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის, როგორც საქმიანი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციისთვის: ,,მინდა აღვნიშნო, რომ გარდაშინაარსობრივი ნაწილისა, რომელსაც კონფერენცია ატარებს, ჩემთვის ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბათუმი ბოლო წლებია იქცა საქმიანი ტურიზმისნამდვილ ცენტრადაც, სადაც ინტენსიურად იმართება მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებები, კონფერენციები, ბიზნეს-ფორუმები დაფესტივალები“.
ღონისძიებაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მმართველი კომპანიის, ICTSI ვიცე პრეზიდენტმა ჰანს-ოლემადსენმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონფერენციის მნიშვნელობას, სადაც ინტენსიურად ხდება იდეების გაცვლა და ინოვაციური გზების ძიება. „შავიზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების საერთაშორისო კონფერენცია არის სწორედ ის ადგილი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათგაერთიანდნენ და გაცვალონ იდეები თუ როგორ შეიძლება გამოინახოს საუკეთესო გზები რათა ერთობლივად წარადგინონ რეგიონი მსოფლიოს წინაშე“-დასძინა მან.
კონფერენციის მასპინძელ მხარეს წარმოადგენენ BICT-ს მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი და BSP-ს გენერალური დირექტორი მურატჯუმადილაიევი. ორდღიან კონფერენციაში 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი ღებულობს მონაწილეობას. საკვანძო საკითხებსა დაგამოწვევებზე გლობალური ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სფეროს შესახებ 30 სპიკერმა ისაუბრა. კონფერენციის საგამოფენო ნაწილში 40-მდეკერძო კომპანია, ორგანიზაცია და სახელმწიფო სააგენტოა წარმოდგენილი. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაციის (ICTSI) შვილობილი კომპანია ბათუმისსაერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური (BSP).