17 მაისი ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარაში უკვე რამდენიმე წელია სახალხო ზეიმი,,ფრიდონობა“ აღინიშნება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად პოეტის საფლავი ყვავილებით შეამკო. საკათედრო ტაძრის ეზოში ფრიდონხალვაშის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრები შეიკრიბნენ. მათ გაიხსენეს პოეტისა დასაზოგადო მოღვაწის ცნობილი, ხალხისთვის საყვარელი ლექსები.
ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებმა პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. ცერემონიალის შემდეგ ღონისძიება სოფელ გეგელიძეებში, პოეტისსახლ-მუზეუმში გაგრძელდება. პარალელურად გაიმართება სიმბოლური ღონისძიებები, რომლის ორგანიზატორები პოეტის სახლ-მუზეუმი და ქედის კულტურის ცენტრია.
„ფრიდონობა“ ცნობილი ქართველი პოეტის, მწერლის, დრამატურგისა და პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის- ფრიდონ ხალვაშის სახელის ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურადაღინიშნება. ღონისძიება ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამისფარგლებში იმართება.