მოძრაობა აუდიტორია #115 ლგბტ თემს სოლიდარობას უცხადებს.
როგორც განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა ავრცელებს, წერია, სიცოცხლის, შრომის, ჯანმრთელობის, განათლების უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც მოითხოვს ლგბტ თემი.
"დღეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
სიცოცხლის უფლება, შრომის უფლება, ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ის, რის უზრუნველყოფასაც მოითხოვს ლგბტ თემი.
აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს ამ ადამიანებს და მოუწოდებს პოლიტიკოსებს, არ მოახდინონ ამ თემის ინსტუმენტალიზება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.
არ გვავიწყდება ის, რომ ამ ჯგუფის წარმომადგენლები იბრძოდნენ და იბრძვიან სოციალური სამართლიანობისთვის, სოციალური სახელმწიფოს მშენებლობისთვის!
აუცილებლად, ძალიან მალე ვიცხოვრებთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს პოლიციის კორდონები აღარ გაჰყოფს. ჩვენ, ჩაგრულ ადამიანებს, არ გვაქვს ფუფუნება დაყოფის და დანაწევრების, ერთმანეთთან დაპირისპირების.
ჩვენ გაგვაერთიანებს ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ!", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებეთ, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.