16 მაისს, უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადური უნგრეთის კონკურენციის ორგანოს პრეზიდენტს მიკლოშ იუნასზს შეხვდა.
რეგიონის ქვეყნების კონკურენციის ორგანოების ხელმძღვანელების შეხვედრას OECD-ის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, ანტონიო გომესი და ჯორჯ ვაშინგტონის სამართლის სკოლის პროფესორი, ვილიამ კოვაჩიკი ესწრებოდნენ. პროფესიული სესია ორიენტირებული იყო: ინოვაციებზე, ელექტრონულ კომერციაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მათ გამოწვევებზე. შეხვედრაზე RCC-ის საინფორმაციო ბიულეტენში შესაძლო ცვლილებების საკითხებიც განიხილეს. მჭიდრო, ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით, მონაწილე უწყებებს შორის მოლაპარაკებები შედგა და სამომავლოდ სხვადასხვა სახის აქტივობები დაიგეგმა.