თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საპატრიარქოს მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აქციები იმართება.
სასულიერო პირებმა და მრევლმა აქცია ლოცვით ფილარმონიიდან დაიწყეს.
მათ მოგვიანებით მსვლელობით გადაინაცვლეს მთავრობის კანცელარიასთან სადაც ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ლგბტქი ადამიანები და მათი მხარდამჭერები აქციას მართვენ.
სასულიერო პირები ინგოროყვას ქუჩით მივიდნენ მთავრობის კანცელარიასთან, თუმცა ტერიტორია პოლიციელებს შემოსაზღვრული აქვთ და მათ ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
ფოტო: ნეტგაზეთი