ჩემი შველა, ამ საქმის გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ამ ვიდეოკადრებში, - ამის შესახებ "აუდიტის სამსახურის" ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მისი განცხადებით, უცნაურია ის ფაქტი, რომ ბრალდებების ფონზე არ საჯაროვდება კადრები, რომელიც მომხდარს ასახავს.
„ჩემი შველა, ამ საქმის გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლდო ამ ვიდეოკადრებში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ყველაფერს იკადრებენ, მილიონ ჩვენებას გაახმოვანებენ, რომ მე დავესხი თავს, ძალიან მძიმე ალკოჰოლურ სასმელს ვსვამდი და ბატონი ოთარი ცქრიალა ღვინოთი პირს ისველებდა მხოლოდ და, ალბათ, არც ყლაპავდა და შემდგომ მე დავესხი თავს და უნებლიეთ გამიყვანა დაცვამ გვერდზე. ამის შემდგომ ვიჯექი კიდევ ჩემს მაგიდასთან და ვაგრძელებდი ქეიფს“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისი თქმით, კონფლიქტი დაიწყო სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მისივე თქმით, პირველი დარტყმა არ განუხორციელებია ფარცხალაძეს, თუმცა ის შემდეგ ჩაერთო დაპირისპირებაში.
„ოთარ ფარცხალაძემ დამიძახა და გამიყვანა მოშორებით გვერდზე, ბიჭო, შენ, ერთ მოდი აქო. მერე მითხრა, რა კომპრომატებს ვაგროვებდი მასზე და როგორ ვაპირებდი ვადის გასვლის შემდგომ სიცოცხლის გაგრძელებას. მე ვუპასუხე, რომ ამ ტონალობაში ნუ მელაპარაკებოდა და ამ სიტყვებით. ამ დროს ჩაერთო ბატონი მიშა ჩოხელი, რომელიც ახლა დაკარგულია და მითხრა, თუ როგორ ვბედავდი ბლატაობას და გამეცა კითხვაზე პასუხი. ვკითხე, ვინ იყო და ამ დროს მომხვდა მუშტი მარჯვენა მხარეს და ეს არის, თურმე, პირადი სივრცის დარღვევა, რაც მე ახლა სახეზე მაქვს და ეს არის ადეკვატური და პროპორციული ძალის გამოყენება, რომ, თურმე, მე გამიყვანეს გვერდზე. ეს ყველაფერი მაქვს აღბეჭდილი სახეზე. დღეს ისიც იკადრეს, რომ, თურმე, თვითდაზიანებები მიმიყენებია. კადრები არ არის, გამქრალია ეს კადრები“, - განაცხადა თორდიამ, რომელმაც აღნიშნა, რომკადრები უკვე აღარ არსებობს და ის საგამოძიებო უწყებებმა „გააქრეს“. მისივე თქმით, ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.