საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხანდოს ხეობის 4 სოფლის მოსახლეობას ხვდება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მინისტრთან შეხვედერას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ხანდოს ხეობის მოსახლეობამ განაცხადა, ისინი მინისტრს ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანისთვის ალტერნატიულ გზას შესთავაზებენ. მოსახლეობის თქმით, ალტერნატიული გზა გარკვეულ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა სახელმწიფომ ეს ხარჯები უნდა გაიღოს, რათა მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული.
თავის მხრივ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტი, მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.