თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება სს „თელასისგან“, რის გამოც საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე. თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!