სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ჩიხში, 181-ე კორპუსის საყრდენი კედლის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დასრულდა.
რეაბილიტირებული კედლის სიმაღლე 40 მეტრია. კედელი, ნიადაგის ეროზიის გამო, შესაძლებელი იყო ჩამონგრეულიყო, რის გამოც მას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.
კორპუსში მცხოვრებ 11 ადამიანს წლების განმავლობაში არსებული კედლის ჩამონგრევის საშიშროების საფრთხე გადაეჭრა.
სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 86 000 ლარი გამოყო. სამუშაოები შპს „ბილდინგ + „ -მა შეასრულა.
აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოები სამგორის რაიონის სხვა მისამართებზეც აქტიურ ფაზაშია.