პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ 2016 წლის ანგარიში წარადგინა.
მან არხში განხორციელებულ და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა: „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს, ახალი ვებ არხია. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა მოთხოვნა. ინფორმაციას არ იღებენ მხოლოდ ტელევიზიით. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შინაარსი აწარმოოს საზოგადოებისთვის მოსახერხებელ პლატფორმებზე. ამის ნაწილია ახალი ვებ პლატფორმა",-განაცხადა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ.