ვაკეთებდი განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემს მეგობარს, თორნიკე კაჭარავას უპირებდნენ ჩადებას, რა დროსაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის თორნიკე კაჭარავას დაკავების ფაქტს.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, თორნიკე კაჭარავას "რეალურად არაფერი ჰქონდა".
"ვაკეთებდი განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემს მეგობარს, თორნიკე კაჭარავას უპირებდნენ ჩადებას, რა დროსაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაცა ფხვნილი თუ წამალი, ჯერ არ ვიცით ზუსტად, არ არის გარკვეული. ველოდებით, ზუსტად ვიცით ყველამ, რომ რეალურად არაფერი ჰქონდა თან და როგორც მოგვდიოდა ხმები, ვაკეთებდი განცხადებას”, - განუცხადა ანა მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.