საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველშვილის შვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს.
ის ამ დროისთვის პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მათივე განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.