სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას გამომძიებელები სავარუდოდ, ხვალ დაკითხავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავები დღესაც იმყოფებოდნენ თორდიასთან სახლში, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაკითხვაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. როგორც მოგვიანებით, თავად თორდიამ განაცხადა, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განახორციელა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.