ქვემო სამგორის საუბნო ტერიტორიაზე საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ხუთ მისამართზე უკვე დასრულდა ასფალტის ახალი საფარის დაგება და ბორდიურების მოწყობა. ორ მისამართზე საგზაო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ორ მისამართზე მოეწყობა.
გარდა ამისა, ქვემო სამგორში, 13 მისამართზე წყალსადენის ქსელი მოეწყო; სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები რვა მისამართზე გამოიცვალა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის საყრდენ კედლებს; მოეწყო ორი სპორტული მოედანი და ექვსი სკვერი.