ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპანტებმა 4 ადამიანი გაიტაცეს.
არსებული ინფორმაციით, გატაცებულები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლისა და ბროლოსანის მცხოვრებლები არიან.
მათ საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ ბრალად და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.
საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს.