გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო. გამომძიებელი თორდიას სახლში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თორდია კლინიკიდან დღეს გაწერეს.