შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, უწყებას ქართული წარმომავლობის 325 ე.წ. კანონიერი ქურდი ჰყავს აღრიცხული.
მისივე ინფორმაციით, მათი მცირე ნაწილი საქართველოში, საპყრობილეებში იმყოფება, ხოლო დიდი ნაწილი არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის ქვეყნებში.
როგორც სალვა ხუციშვილმა აღნიშნა, ორგანიზებული დანაშაული საქართველოში არის მინიმალურ დონეზე. ~
,,ყველა შეფასებით, დანაშაულის სტატისტიკით, იმ სტანდარტებით რაც არის ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენთან ორგანიზებული დანაშაული არის მინიმალურ დონეზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხუციშვილმა.