აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას პროკურატურის წარმომადგენლები საავადმყოფოში კითხავენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ლაშა თორდია ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.
ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.