ღამის კლუბ "ელ ცენტროში" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას და ჩხუბის ფაქტს უარყოფენ. ღამის კლუბის თანამშრომლის თქმით, იქ გუშინ ჩხუბი არ მომხდარა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ღამის კლუბ "ელ ცენტროს" წინ მდებარე რესტორნის თანამშრომლის თქმით, კამერების ჩანაწერების სანახავად დღეს მათთან უცნობი პირი იყო მისული, თუმცა, მისი თქმით, როგორც ირკვევა, მათი რესტორნის კამერები "ელ ცენტროს" არ უყურებს.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. შემთხვევა გუშინ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. როგორც მოგვიანებით, თავად თორდიამ განაცხადა, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განახორციელა.