სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განახორციელა.
როგორც თორდიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ყოფილ მთავარ პროკურორს თან 3-4 პირი ახლდა.
„ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთდ მირტყამდა“,- განაცხადა ლაშა თორდიამ.
ლაშა თორდიამ დაადასტურა, რომ თავდასხმა სახელმწიფო აუდიტში ლაშა თორდიას საქმიანობას უკავშირდება. მისივე განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს ეხება, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, ლაშა თორდიას თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" თავს გუშინ ღამით დაესხნენ.