სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
მათი ცნობით, ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია. ამ წუთებში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს გამოკვლევები უტარდება, მას ტვინის შერყევა აქვს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.