ნიუ-იორკში ვიზიტს ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-კვლევითი ორგანიზაციის Jigsaw-ს მმართველ დირექტორს სკოტ კარპენტერს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ სფეროში, საქართველო თავისუფალი ქვეყნებისჩამონათვალშია. განსაკუთრებული ყურადღება პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან დაპირისპირებაშითანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გამახვილდა. მხარეებმა, მსოფლიოში არსებული ფართომასშტაბიანი კიბერ-შეტევების ფონზე, კიბერ-უსაფრთხოების გაძლიერებისა და ინფორმაციულისისტემების გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.
Jigsaw ამერიკული კორპორაციის Google-ის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ნიუ-იორკშია ბაზირებული და გლობალური გამოწვევების დაძლევის ტექნოლოგიურ საშუალებებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ექსტრემიზმისა და კიბერ-ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფაა.