სოფელ ველისციხის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლის ქალი დაიწვა. ცხედარი მეზობელმა იპოვა. მან გარდაცვლილის ოთახიდან კვამლი შენიშნა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ასანთის გამოყენებას ცდილობდა, რა დროსაც ცეცხლი მის ტანსაცმელს გაუჩნდა და მთელ საწოლზე გავრცელდა. მან მეზობლებისთვის დახმარების თხოვნა ვერ მოახერხა, რადგან ლოგინად იყო ჩავარდნილი და ტრაგედიის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.