მეტრო „300 არაგველიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ერთ-ერთი მგზავრი ადასტურებს.
არსებული ინფორმაციით, მატარებელი ბაქანზე იყო გაჩერებული და არ მიდიოდა, როდესაც მგზავრებმა კვამლი შენიშნეს. ასევე იყო მძაფრი სუნი, რის გამოც მათ ვაგონები დატოვეს.
აღნიშნულის გამო მეტროს სადგურის ადმინისტრაციამ „300 არაგველის“ მეტროში მგზავრების შეშვება შეაჩერა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.