13 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ასევე, ავშნისა და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.