სამსახურიდან დათხოვნილმა თურქმა აკადემიკოსებმა ნურიე გიულმენმა და სემიჰ ოზაკამ ორთვიანი შიმშილობის შემდეგ ანკარის ცენტრალურ მოედანზე გადაინაცვლეს. ისინი სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ. შიმშილობის შედეგად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. გიულმენმა 8, ოზაკამ კი 17 კილოგრამი დაიკლო. ამის მიუხედავად, აკადემიკოსები შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ. არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან ათასობით ადამიანი დაითხოვა. მათ შორის მეცნიერ-თანამშრომლებიც არიან.