გორში, სოფელ ქვეშის განაპირას ე.წ. მესაზღვრეებმა მამაკაცი დააკავეს. ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობისთ, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.