პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ჯაფარიძისა და სხვა თანამოაზრეების მიერ მარიხუანის საჯაროდ დათესვის ფაქტს.
აღნიშნული აქციით „გირჩმა“ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის მიმართ საკუთარი პროტესტი გამოავლინა. ფაქტს სამართალდამცველთა მიერ რეაგირება მოჰყვა, კანონის თანახმად, მარიხუანას დათესვა ისჯება პატიმრობით.