თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის სიძის მეგობრის მიხეილ თათარაშვილის პროცესი გაიმართა. მხარეებმა შესავალი სიტყვები წარადგინეს. ბრალდების მტკიცებით, თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ამოუღეს, დაცვის მხარის განმარტებით კი თათარიშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს.
"მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს, ის უდანაშაულოა", - განაცხადა პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ვერაფრით ვერ დაამტკიცებენ მის ბრალდებას. ,,ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს.