საბურთალოს რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გრძელდება. ამჟამად სპორტული მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები 4 მისამართზე მიმდინარეობს. მოედნებზე მესამე თაობის, ხელოვნური ბალახი დაიგება, დამონტაჟდება ფეხბურთის კარები და საკალათბურთო ფარები.
მერიის ინფორმაციით, 2017 წელს, საბურთალოს რაიონში უკვე მოეწყო 18 სპორტული მოედანი.