ეს არის უპრეცედენტო განხილვა, სადაც ყველას აქვს მონაწილეობის საშუალება. ყველას აქვს საშუალება, დასვას კითხვები და დასმულ შეკითხვებზე პასუხებიმიიღოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალციხეში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას ყველა რეგიონში ჰქონდა შესაძლებლობა, განხილვებში სათანადო მონაწილეობა მიეღო.
„ვხედავთ, რომ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ძალიან ფართო სპექტრი არის წარმოდგენილი. აბსოლუტურად, ყველა რეგიონში, ყველგან ჰქონდა ოპოზიციას იმისსაშუალება, რომ სათანადოდ ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დარბაზებში და დაესვათ კითხვები. კითხვების სტატისტიკაც რომ ავიღოთ, უამრავი კითხვა ისმება სწორედოპონენტების მხრიდან, შეიძლება მეტიც კი იყოს ასეთი კითხვების რაოდენობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ წარიმართებოდა ხოლმე საკონსტიტუციო განხილვა წინა წლებში.ეს არის უპრეცენდენტო განხილვა, სადაც ყველას აქვს მონაწილეობის საშუალება. ყველას აქვს საშუალება, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები დასმულშეკითხვებზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.