ფასანაურში, ხანდოს ხეობაში აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციით, დაკავების მიზეზი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა გახდა. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით მოხდა.
ცნობისთვის, ხანდოს ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა ფასანაურში გზა გადაკეტეს. გზის გადაკეტვის დროს მოქალაქეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.