საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათისაყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა შეხვედრა დღეს, ახალციხის მოსახლეობასთანგამართეს. შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დამადლობა გადაუხადა მათ იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში მონაწილეობისათვის, რასაც ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტისსაყოველთაო-სახალხო განხილვა წარმოადგენს.
საკითხის განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტყიბულში დაღუპული ოთხი მეშახტის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
კომისიის წევრების გარდა, დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტებიესწრებოდნენ.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განვიხილოთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს, საქართველოში ახალი მმართველობის სისტემის ფუნქციონირებას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ოთხი თვის განმავლობაშიგაწეული სამუშაო გააცნო.
„ეს იყო დაუღალავი შრომა, რომელშიც ჩართული როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ასევე, არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სწორედ ამ კომისიამ შეიმუშავა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი, რომელიც უკვე საქართველოს პარლამენტს წარედგინა განსახილველად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში არის წარმოდგენილი.
„არ დარჩა არც ერთი მუხლი და პუნქტი, რომელსაც არ შეეხო სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, როგორც შინაარსობრივი დაკონცეპტუალური, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინაშე დასახულ ამოცანებზე ისაუბრა და ის ძირითადი სამიპრინციპი განმარტა, რომლის საფუძველზეც კომისიაში აქტიური სამუშაო პროცესი წარიმართა.
მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის,ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც 2010 წლის ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო ასახული. პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე და მისი გასწორების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუცია გარდა ამისა უამრავ ხარვეზს შეიცავს, მათ შორისროგორც ტექნიკურს ასევე, გრამატიკულსაც. „გამოიკვეთა სამი პრობლემა. სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრა იყოსაკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ის დოკუმენტი, რომელიც შემოთავაზებულია სრულად აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს მოქმედ კონსტიტუციაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას თავების მიხედვით გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისმიერ შექმნილი დოკუმენტი და უმთავრეს პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, საკმაოდ მოცულობითისამუშაო შესრულდა, ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა მუხლს.
პირველ თავზე საუბრისას მან ოთხი ფუნდამენტური პრინციპი გამოყო, რომელსაც მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალირედაქცია ეფუძნება. ეს არის დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკურითავისუფლების პრინციპები.
„ეს პრინციპები დღეს მოქმედ კონსტიტუციაშიც არის მოხსენიებული, კერძოდ, მის პრეამბულაში, თუმცა, ოთხივე მათგანი იყო ერთგვარად ჩაკარგული. ჩვენ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და თითოეულ ამ პრინციპს ვუთმობთ ცალკე მუხლს, რომელიც ამ პრინციპების რეალიზების კონკრეტულ გარანტიებს უზრუნველყოფს", - განაცხადა ირაკლიკობახიძემ.
მისი განმარტებით, გარკვეული ცვლილებებია, ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებითაც თუმცა, ძირითადი გზავნილი, რომელიც კონსტიტუციაში 1995 წელს ჩაიდო ძალაში რჩება. „ეს გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიულიმოწყობა, მხოლოდ მას შემდეგ გადაისინჯება, რაც აღდგება ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ მათ გარეშე არ შევეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, ვიდრე ეს საკითხი არ გადაწყდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან ერთად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოწესრიგებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ადამიანის ძირითად უფლებებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გაამახვილა.
მისივე თქმით, აქ არის მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებები. „მეორე თავს ემატება ახალი ძირითადი უფლებები. ასეთია: ფიზიკური ხელშეუხებლობის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები და ინტერესების დაცვა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და დაცვა, საზოგადოებრივი მაუწყებლისდამოუკიდებლობა, სამეწარმეო თავისუფლება და ა.შ. მისივე თქმით, რიგ უფლებებზე გაზრდილია მათი დაცვის სტანდარტი. ეს ეხება თანასწორობის უფლებას, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობას, საჯარო ინფორმაციისხელმისაწვდომობას, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის უფლებას და ა.შ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცალკე ჩანაწერითაა გარანტირებული ეთნიკური უმცირესობების უფლებები. „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეთნიკურ, რელიგიურ და ენობრივი კუთხით უმცირესობებს აქვთ იმის სრული შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ასევე, ისარგებლონ დედა ენით როგორც პირად ცხოვრებაში ასევე, საჯაროდ. ეს არის ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც შედის კონსტიტუციის მეორე თავში და თითოეული ეს ცვლილება ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შემდგომ გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ფინანსებისა და კონტროლის თავის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოსაკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული თავის მომზადებისას ეროვნულმა ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და სხვაშესაბამისმა უწყებების რეკომენდაციები გაითვალისწინა.
ცვლილებები შედის თავდაცვისა და უსაფრთხოების მომაწესრიგებელ თავში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარისგანცხადებით, სრულიად ბუნდოვნად იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ჩაწერილი. „დღეს ეს ნაწილი ფუნდამენტურად არის მოწესრიგებული საქართველოს კონსტიტუციით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეიქმნა ახალი მნიშვნელოვანი გარანტიები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობისდამოუკიდებლობას კონსტიტუციურ დონეზე უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ეს ცვლილებები წარმოდგენილია,როგორც კონსტიტუციის პირველ თავში, ასევე, შესაბამის თვითმმართველობის თავში. „ეს გარანტიები შექმნის იმისწინაპირობას, რომ საქართველოში გაგრძელდეს და გაძლიერდეს თვითმმართველობის რეფორმირების პროცესი. მთავარიაშედგეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რომლითაც გადაეცემა მეტი უფლებამოსილება დ მეტი რესურსი ადგილობრივთვითმმართველობას და ამაზე მუშაობაც უკვე არის დაწყებული", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია ბევრ მნიშვნელოვან სიახლესმოიცავს. მათ შორის, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების საკონსტიტუციო დონეზე აყვანას.
„გარდამავალი დებულებების ნაწილს ემატება სპეციალური მუხლი, სადაც არის ასახული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი.კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს სრულიინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონი მთლიანადშეცვლილი რედაქციით არის ჩამოყალიბებული. მისივე თქმით, აქაც იყო უამრავი ხარვეზი და ეს ყველა ხარვეზი არისგამოსწორებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმ კონცეფციაზე ისაუბრა, რომელიც მმართველობის სისტემას ეხება. „ახალი მმართველობისსისტემა ოთხ ძირითად ელემენტზეა აგებული ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელისასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. ამ ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნება ის მმართველობის სისტემა, დახვეწილისაპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც ასახული საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ შემოთავაზებულიცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
„პარლამენტი არის გაძლიერებული თვისობრივად. იზრდება მთავრობის, როგორც ანგარიშვალდებულების, ისეპასუხისმგებლობის ხარისხი, საქართველოს პარლამენტის მიმართ. ეს აისახება უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე და სხვა პროცედურებზე, რომელიც ანგარიშვალდებულებასთან და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ძლიერდებაოპოზიციის როლი. წესრიგდება ფრაქციების შექმნის წესი და რაც მთავრია, იცვლება საარჩევნო სისტემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, დღეს საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ხდება. „დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემაც არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს თუმცა, ნეგატიურიგამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ეს სისტემა, რომელიც სუბიექტურადარის მომგებიანი მმართველი პარტიისთვის, შევცვალოთ ისეთი სისტემით, რომელიც მმართველი პარტიისთვის არისნაკლებად მომგებიანი, მაგრამ ემსახურება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ინტერესებს და ეს არისპროპორციული სისტემა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, პროპორციული სისტემა შემოღებულია სამი ძირითადი ელემენტით. უქმდება საარჩევნო ბლოკისინსტიტუტი. ძალაში რჩება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი და ე.წ. ბონუს სისტემა, რომელიც გამარჯვებულიპარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების მინიჭებას ითვალისწინებს. „საუბარია ერთნიშნა, მცირე დანამატზე, რაცპოლიტიკური სისტემის, საპარლამენტო სისტემის შედარებით მაღალი ხარისხის სტაბილურობას უზრუნველყოფს და რომელიც გამარჯვებულ პარტიას იმისათვის ეძლევა, რომ საპარლამენტო ცხოვრება შედარებით უფრო სტაბილური იყოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციურ კანონში მთავრობასთან მიმართებაში განიხილება. „ ქმედითი მთავრობა არის უზრუნველყოფილი ერთი ფუნდამენტური ჩანაწერით. მთავრობა არის ერთადერთი ორგანოსაქართველოში, რომელიც პოლიტიკას აღასრულებს და საშინაო პოლიტიკას ახორციელებს. ადრე საშინაო და საგარეოპოლიტიკას პრეზიდენტი ახორციელებდა და მთავრობა მისი ერთგვარი დამხმარე ორგანო იყო. ეს სისტემა შეიცვალა 2010წლის ცვლილებების საფუძველზე. ერთადერთი, რომელიც დღეს ამ პოლიტიკას ახორციელებს არის საქართველოს მთავრობა.ეს ჩანაწერი რჩება ძალაში რაც უზრუნველყოფს ქმედითი მთავრობის ფუნქციონირებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება სასამართლოხელისუფლების მიმართ განხორციელებულ ცვლილებებზე გაამახვილა. მისი თქმით, დგინდება უზენაესი სასამართლოსმოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა, იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი , დგინდებამოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი. მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, სასამართლოს რეორგანიზაცია ანლიკვიდაცია აღარ გახდება მოსამართლეთა გათავისუფლების საფუძველი. მკაფიოდ რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, რაც დამატებით განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას. პროკურატურა გამოდისაღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობიდან და ყალიბდება , როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო,რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არის ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ყველაფერი სასამართლოსდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, სტატუსსა და არჩევის წესზე. მისი თქმით, პრეზიდენტის სტატუსი განსაზღვრულია სამი ძირითადი ნიშნით. „დღეს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური,ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. სამივე ნიშანი ძალაში რჩება.პრეზიდენტს რჩება ძალიან მაღალი სიმბოლური სტატუსი. ეს სამივე სტატუსი რჩება ძალაში , მთავარია, რომ სწორიგანმარტება მიეცეს ამ თითოეულ ჩანაწერს. ანუ პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ხშირია არასწორი ინტერპრეტაციები. მისივე თქმით, რეალურად პრეზიდენტის უფლებამოსილებები საქართველოში მმართველობის სისტემის ცვლილებასთან ერთად 2010 წელს შეიზღუდა. „პრეზიდენტს 2010 წლის ცვლილებების შემდეგ აღარ აქვს მინიჭებულიპოლიტიკური ძალაუფლება. შესაბამისად რაც არ უნდა შეცვალო, გადასინჯო პრეზიდენტის კომპეტენციები, თუმმართველობის სისტემა არ შეიცვლება, პრეზიდენტის კომპეტენციებს არსებითად ვერ გაზრდი და ვერც შეამცირებ", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციურ კანონპროექტში პრეზიდენტის კომპეტენციებთან დაკავშირებით შედის მხოლოდ ორი ცვლილება. ორივე ცვლილება ვენეციის კომისიის შესაბამის რეკომენდაციებს დასაბოლოო დასკვნას ეფუძნება.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილება გაიხსენა და განმარტა, რომ დახვეწილ საპარლამენტო სისტემებში ყველაზე უკეთ სწორედ პრეზიდენტის არაპირდაპირიარჩევის წესი მუშაობს, რასაც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს. „როდესაც საპარლამენტო სისტემაშიპრეზიდენტს ვირჩევთ პირდაპირი წესით, ჩნდება ძალიან დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციას დაუფლებამოსილებებს შორის. პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები, თუმცა ძალიან მაღალილეგიტიმაცია მინიჭებული. ასეთ დროს წარმოიშობა ხოლმე სისტემური პრობლემები, ხოლო იქ, სადაც პრეზიდენტებს არირჩევენ პირდაპირი წესით, არასდროს სისტემური პრობლემები ამ კუთხით არ წარმოშობილა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებები შეაჯამა.
„ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა იცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით. არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება უკან, ეს შეიძლება ითქვას, როგორც კონსტიტუციის საერთო სულისკვეთებასთან დაკავშირებით ასევე, თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ყველა მუხლთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ პროგრესი, ეს არის საერთო შედეგი იმ პროცესის, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარიმართა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქმნება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.