იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ აზიისგანვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის კონსულტანტებსუმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხებსეძღვნებოდა.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიასიყენებს. საჯარო რეესტრის ინოვაციით აზიის განვითარების ბანკის კონსულტანთა ჯგუფის დაინტერესებაც ამფაქტორმა განაპირობა.
პაპუნა უგრეხელიძემ სტუმრებს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალებიგააცნო და ვრცლად განუმარტა მოქალაქისთვის მიღებული სარგებელი. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბითხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.
2017 წლის 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბიტკოინის სისტემაშიავტომატურად იგზავნება. ბიტკოინის ქსელში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონომანიპულირება შეუძლებელია. ტექნოლოგია ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია დაგანხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, მოქნილობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.ტრანზაქცია რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება, ელექტრონული წესით, რამდენიმე ადგილას იქნებადაცული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით.
შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტისკონულტანტები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფინანსო სფეროებში გამოყენების პერსპექტივით დაინტერესდნენდა შესაძლო სარგებელზე იმსჯელეს.
„ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის მიზანია ფიზიკურ პირებს და მცირე დასაშუალო მეწარმეებს ფინანსებთან წვდომა გაუადვილოს, გადასახადების დიგიტალიზება მოხდეს და ნაღდიფულით ტრანზაქციები შემცირდეს.