,,საქნახშირი“ სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, - ამის შესახებ კომპანია ,,საქნახშირის“ მიერ ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, კომპანიას მიაჩნია, რომ გამოძიების დასრულებამდე და ტრაგედიის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენამდე არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება.
"მიუხედავად კომპანის ძალისხმევისა, ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს. კომპანიას მიაჩნია, რომ გამოძიების დასრულებამდე და ტრაგედიის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენამდე არ უნდა მოხდეს ამ თემით სპეკულირება. თავის მხრივ, ,,საქნახშირი“ სრულ მზად ყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო. კომპანია გვერდით უდგას დაღუპული მეშახტეების ოჯახებს და მათ ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.