თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი რუსთაველის თეატრის სახურავიდან გადმოხტომას ცდილობდა. ადგილზე ამ დრომდე საპატრულო პოლიცია და სამაშველოები არიან მობილიზებულები.
არსებული ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. სახურავზე ამ დროისთვის ის აღარ ჩანს. ერთ-ერთი ვერსიით, სახურავის სხვა ნაწილში იმალება. ადგილზე გაშლილია სპეციალური გასაბერი ლეიბიც.