დონალდ ტრამპმა დამასკოს სანქციები ერთი წლით გაუგრძელა. გადაწყვეტილების შესახებ მან კონგრესს წერილობით აცნობა.
“შეერთებული შტატები გმობს ძალადობას, რომელიც სირიელ ხალხზე ხორციელდება და მოუწოდებს ასადის რეჟიმს: შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევა, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უზრუნველყოს კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.“ - ნათქვამია დოკუმენტში.