საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან მივიდა და სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
მინისტრის თქმით, დაისჯება ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება. მისი თქმით, სახეზეა ტექნოლოგიური კატასტროფა. ეკონომიკის მინისტრმა ადგილობრივ მუშებს თანადგომა გამოუცხადა.
”გამოძიების ფარგლებში რაც გაკეთდება, იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ცხადი. რა თქმა უნდა დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება. რაც მთავარია ახლა უნდა მივხედოთ მდგომარეობას, რომელიც ადგილზეა. ეს არის ტექნოლოგიური კატასტროფა და კიდევ ერთხელ მინდა გამოვუცხადო თანადგომა თითეულ ტყიბულელსა და მეშახტეს”, - აღნშნა გიორგი გახარიამ.
ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
ცნობისთვის, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 240-ე მუხლით მიმდინარეობს.