ფაქტი ერთია, რომ უსაფრთხოების საკთხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა როგორც კერძო კომპანიებისგან, ასევე საჯარო დაწესებულებების მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მან შეხვედრა გამართა ”საქნხშირის” წარმომადგენლებთანაც, თუმცა აღნიშნა, რომ კომპანიაში ჯერჯერობით უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზზე ვერ საუბრობენ.
”ფაქტი ერთია, რომ უსაფრთხოების საკთხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა როგორც კერძო კომპანიებისგან, ასევე საჯარო დაწესებულებების მხრიდან. ჯერჯერობიოთ კომპანიის წარმომადგენლები ვერაფერს ადასტურებენ, გარდა იმისა, რომ ე.წ ბადიაა ჩავარდნილი, სადაც სარემონტო სამუშაოები ხორციელდებოდა. სამაშველო სამსახურების მუშაობის შემდეგ, უახლოეს წუთებში შესაძლოა უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვქონდეს", - აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.