ჩვენს ხელთ არსებული, პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტყიბულში პრემიერის დავალებით უკვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.
შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუ. არსებული ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.