ჯაკარტის ყოფილ გუბერნატორს ღვთისგმობის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ბასუკი ჯარარა პურნამი ყურანის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. ქრისტიანული აღმსარებლობის გუბერნატორის სასამართლო პროცესი ინდონეზიის დედაქალაქში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლოს შენობასთან შეკრებილნი იყვნენ რადიკალი ისლამისტებიც, რომლებიც ექს-გუბერნატორისთვის სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოტანას ითხოვდნენ. ინდონეზიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია.