გარემოვაჭრეებისთვის ჩამორთმეული საქონელი განადგურდება, გადაეცემა სოციალურად დაუცველებს ან აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა ნელი ღვინეფაძემ საკრებულოში გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესის დამტკიცებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, დაახლოებით 10 დღეში თბილისის საკრებულოში შევა აგრეთვე გარევაჭრობის რეგულირების წესი, მანამდე კი კონფისკაციის წესის დამტკიცება ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.
მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ საჭირო საკრებულომ ჯერ გარევაჭრობის რეგულირების წესი მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ დამტკიცდეს გარემოვაჭრეებისათვის ქონების კონფისკაციის წესი.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ გარევაჭრობის აღკვეთისას საქონლის კონფისკაციის წესი დაამტკიცა.