ისუტიციის უმაღლეს საბჭოსთან ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშნვის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 3 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობაზე უნდა იმსჯელონ.
სავარაუდოდ, საქმე საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ეხება და სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მისი უვადოდ დანიშვნის საკითხზე იმსჯელებენ, რასაც არასამთავრობოები აპროტესტებენ. მათი შეფასებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნოს მოსამართლედ.