საქართველო მსოფლიო რბენას - Wings for Life - შეუერთდა. ლოპოტა 56 ქვეყნის 110 ლოკაციას შორისაა. მარათონში, რომელიც 15:00 საათზე დაიწყო. მონაწილეობენ სპორტსმენები, მოყვარულები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მსოფლიო რბენაში საქართველოდან სულ 5 000 მსურველი მონაწილეობს.
რეგისრტაციის დროს შეგროვილი თანხა ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო არაკომერციულ ფონდს გადაეცემა.
დღეს, 10:00-დან 19:00 საათამდე თელავი-ყვარელის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შემოვლითი, თელავი-აფენი-კაბალის გზით.