ევროპის დღეები 2017 ცოტა ხნის წინ სიმბოლურად გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის მისიის ხელმძვანელმა საქართველოში.
„ჩვენს ევროპულ არჩევანს, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები იცავდნენ თავიანთი სიცოცხლით. როდესაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ ეს არჩევანი ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ და ვთქვით, რომ საქართველო არის ევროპულ-ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული ქვეყანა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ღონისძიებები რიყის პარკში იმართება და მასზე ეროპის ქვეყნების საელჩოებს სტენდები აქვთ წარმოდგენილი, სადაც მოსახლეობას ინფორმაციას აცნობენ. საღამოს გაიმართება კონცერტიც.