საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. ევროკავშირის წარმომადგენლები და პარტნიორები რიყის პარკში გასართობ ღონისძიებებს მართავენ.
პარკში ევროპული ქვეყნების 18 სტენდია წარმოდგენილი. საელჩოს წარმომადგენლები მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან ევროპული განათლებისა და სტუდენტური პროგრამების შესახებ.
ღონისძიებაზე ელიან საქართველოს პრეზიდენტის მისვლასაც. ევროპის დღეები კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.