მაკრონის პარტია ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბში განაცხადეს. მათივე თქმით, შტაბის ქსელიდან 9 გიგაბაიტის ტექსტური მასალა გაუჩინარდა. მოგვიანებით მოპარული მასალები ინტერნეტ-პორტალ პასტებინზე გამოქვეყნდა. მაკრონის პარტია მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწებას მოითხოვს.