ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, როცა ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა იმერეთის და ქუთაისისწარმომადგენლებთან. ძალიან კარგად დაიწყო ჩვენი განხილვა საყოველთაო-სახალხო ფორმატში. ვისაუბრეთ პრაქტიკულად ყველა იმ აქტუალურ საკითზე, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან, გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია ყველა საკითხზე, დაწყებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებით, დამთავრებული ისეთი საკითხებით, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და ა.შ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთივე გახსნილ დაღია ფორმატში გაგრძელდება ეს განხილვა. წარმოდგენილი იყვნენ დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. ეს ჩანდადარბაზის შემადგენლობიდან. იყო ძალიან დაბალანსებული გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ შედგეს ობიექტური მსჯელობა ყველა საკითხთანდაკავშირებით. ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი. ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, როცა ვსაუბრობთსაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ეს დადასტურდა დღევანდელ განხილვაზეც. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპონენტებს არ აქვთ მყარიკონტრარგუმენტები არცერთ საკითხთან დაკავშირებით, არც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ესყველაფერი დადასტურდა დღევანდელ შეხვედრაზე და ამის მოწმე იყო ფართო საზოგადოება", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, ყველა მხარეს ჰქონდა კითხვების ღიად დასმის საშუალება.
„კონსტიტუცია მოიცავს ბევრ საკითხს, მათ შორის, თვითმმართველობის საკითხებსაც, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითმმართველობისწარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ დღევანდელ შეხვედრაზე. თუმცა, აქ საუბარია პროპორციაზე, პროპორცია იყო დაცული, ფართო საზოგადოება იყოწარმოდგენილი, ყველას ჰქონდა კითხვების ღიად დასმის საშუალება. გვახსოვს, რომ წარსულში სრულიად სხვა პრაქტიკა იყო ამასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო განხილვები წარიმართებოდა ისე, რომ პრაქტიკულად ოპონენტების მოსაზრებები არ ისმოდა ამ ფორმატში. დღეს ყველას გვქონდა იმისსაშუალება, რომ თავისი კითხვები დაესვა, ყველანაირი ფორმით, მათ შორის, მწვავე ფორმით და ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია. აბსოლუტურადდაბალანსებული იყო დღევანდელი შეხვედრა ამ კუთხით. ამას ბუნებრივია, ყველა დაადასტურებს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა მოსაზრება, რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა, აუცილებლად იქნება დაფიქსირებული და შემდეგ უკვესაპარლამენტო ფორმატში მოხდება ამ საკითხების განხილვა. „საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიღებს პარლამენტიიმ განხილვის შედეგების გათვალისწინებით, რომელიც დღეს წარიმართა",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას სწორად აწვდის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ციფრებს და რიცხვებს, ხოლო რაც შეეხება ოპონენტებს, ისინი მარტივად ცდილობენ მანიპულირებას იმ ციფრებით, რომლებზეც ისინი საუბრობენ.
„როდესაც მათემატიკაზე ვერ თანხმდები, ბუნებრივია, პოლიტიკაზე მით უმეტეს ვერ შეთანხმდები. ჩვენს ოპონენტებს აქვთ თავიანთი პითაგორას ტაბულა, თავიანთი მათემატიკური მოდულები, თავიანთი განტოლების ამოხსნის ფორმულები. ჩვენ გვაქვს ის მათემატიკა, რომელსაც იზიარებს სრულიად მსოფლიო და ამმათემატიკას დაადასტურებს ვენეციის კომისია უახლოეს მომავალში. ჩვენ სწორად ვაწვდით საზოგადოებას კონკრეტულ ციფრებს და რიცხვებს, რაც შეეხებათოპონენტებს, ისინი მარტივად ცდილობენ მანიპულირებას იმ ციფრებით, რომლებზეც ისინი საუბრობენ",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში შეხვედრები 11 ქალაქში, მათ შორის თბილისში გაიმართება.საყოველთაო-სახალხო განხილვების მეორე ეტაპზე კი, ეს ფორმატი კიდევ უფრო გაიშლება იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობისჩართულობა ამ პროცესში.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შეფასებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპონენტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შეთავაზებულ მოდელთან დაკავშირებით პოლიტიკური და იურიდიული კონტრარგუმენტები არ აქვთ.
„მე თვითონ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი არგუმენტები არის მყარი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ამ შეხვედრაზე ვერცერთი მყარი კონტრარგუმენტი ვერმოვისმინე საპირისპირო პოზიციასთან დაკავშირებით, ვერცერთი მყარი არგუმენტით ვერ ასაბუთებენ ჩვენი ოპონენტები, თუ რატომ შეიძლება იყოსმიზანშეწონილი საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული გამოცდილებით, ჩვენ ვსაუბრობთ სისტემისლოგიკით. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები და ასეთი პოლიტიკური, იურიდიული კონტრარგუმენტები არ აქვთ ოპონენტებს. ეს არისრეალობა. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი. ჩვენ ვაყალიბებთ მთლიანობაში ერთ სისტემას. ეს არის სისტემა, სადაც არის მკაფიოდ დანაწილებული ფუნქციები ხელისუფლების შტოებს შორის: ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელისასამართლო. დღევანდელ რეალობაში, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი არის ძალიან სუსტი და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ამ ცვლილებების არის ის, რომპარლამენტი თვისებრივად ძლიერდება, და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ სისტემის არის ზეპარტიული პრეზიდენტი და სწორედ პრეზიდენტისზეპარტიულობას ემსახურება მათ შორის პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა უამრავი არგუმენტი, ვერცერთი მყარიკონტრარგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის განხილვა პლურალისტურ რეჟიმში წარიმართება და პარლამენტი ამ ფორმატისთვის აბსოლუტურად გახსნილია.
„მე რა თქმა უნდა, არაპირდაპირ ვიყავი ჩართული კონსულტაციებში, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის მონაწილეობას საყოველთაო-სახალხო განხილვაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცალმხრივად არ მივაწოდოთ ჩვენი მოსაზრებები საზოგადოებას. აქამდე პრეზიდენტი მართავდა თავის შეხვედრებს დაცალმხრივად საუბრობდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ძალიან კარგი იქნება ამ ცალმხრივი ფორმატის ჩანაცვლება ისეთი ფორმატით, რომლისფარგლებშიც ჩვენ ვიტყვით ჩვენს მოსაზრებებს მოსახლეობის წინაშე და გვექნება მსჯელობის საშუალება არა მონოლოგის რეჟიმში, არამედ პლურალისტურრეჟიმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, საბოლოო წინადადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან და ვართ აბსოლუტურადგახსნილი იმ ფორმატისთვის, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ჩართულობას. მიუხედავად გარკვეული ემოციური გამოსვლებისა, დღეს ჩვენ გვქონდაძალიან კონსტრუქციული დისკუსია ამ ფორმატში ქუთაისში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე კონსტრუქციული დისკუსიები გაიმართება იგივე ფორმატში, სხვა ქალაქებში, პრეზიდენტის მონაწილეობით",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებულ კამპანიასთან „დაიცავი კონსტიტუცია" დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში ყველას აქვს უფლება ჩაატაროს საკუთარი კამპანია, ხოლო პარლამენტი საყოველთაო-სახალხო განხილვას კონსტიტუციით და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ეს არის პოზიტიური დღის წესრიგი და გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან. სწორედ, ამკანონმდებლობის შესაბამისად იმართება საყოველთაო-სახალხო განხილვა. მადლობა ღმერთს, ყველას აქვს საქართველოში იმის უფლება, რომ თავისი კამპანიებიჩაატაროს, თავისი მოსაზრებები გააცნოს საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ეს მათი უფლებაა და ეს უფლება უნდა განხორციელდეს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.